დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში. ევროპარლამენტის დებატების გარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე წარადგენენ მოხსენებას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. დებატების დაწყებამდე, ევროპარლამენტარმა, რიჰარდს კოლსმა ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. დღევანდელ დებატებს ასევე ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც აქტიურად განიხილავენ.