დონალდ ტრამპი ამერიკის 47-ე პრეზიდენტია - ის თავის მოქალაქეების წინაშე ამბიციური გეგმით წარსდგა. ტრამპმა ამერიკის დიდებასა და მის გაძლიერებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მსოფლიოს ჰეგემონიას არ დათმობს. პრეზიდენტმა თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათში შეიწყალა 1500 პატიმარი და დატოვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით შეაჩერა. დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი თანმდებობა კი უკვე დაიკავა მარკო რუბიომ - კიდევ რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ და როგორ გამოეხმაურნენ მის ინაუგურაციას საერთაშორისო დონეზე