არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები უკვე რიგითი მეორედ, ოპოზიციურ პარტიებთან განიხილა. საუბრის მთავარი თემაა საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მხარეები ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მექანიზმებსა და ბერკეტებზე მსჯელობდნენ, საუბარი ასევე არჩევნების შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების გაჯანსაღებასაც შეეხო. როგორ წამოუდგენიათ შეხვედრის მონაწილეებს ქვეყანაში ახალი არჩვენების ჩატარება და ამის შემდეგ პოლიტიკური პროცესის განვითარება.