„სატვირთო ავტოიმპორტს დილერთა გარკვეული რაოდენობა ჩაეხსნება“, - ასე ეხმაურება სატვირთო ავტომობილების იმპორტთან
შეგახსენებთ, 2025 წლის იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია იკრძალება, რაც
ასოციაციაციის წარმომადგენლების თქმით, სატვირთო ავტომობილების გაყიდვებს შეამცირებს. ასოციაციაში იმ საფრთხესაც ხედავენ, რომ მოსახლეობა არ არის მზად ეკონომიკურად იმისთვის, რომ 2013 წლის შემდგომ გამოშვებულ სატვირთო ავტომობილებზე გადასხდნენ.
ცნობისთვის, აკრძალვა ეხება M3, N1, N2 და N3 კატეგორიის ავტომობილებს, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების მანქანებს. გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე მყოფ სატვირთო ავტომობილებს, ავტობუსებს და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებს, ასევე ამ კატეგორიის იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ საშეღავათო პერიოდი დაუწესდა იმპორტიორებს. კერძოდ, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტრანსპორტირებაც 2025 წლის 1-ელ იანვრამდე დაიწყო, საქართველოში უპრობლემოდ დარეგისტრირდებიან.