ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 10-წლიან მინიმუმზეა, თუმცა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წელს ბრუნვის მოცულობა 4 მილიარდ 532 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ბრუნვის ზრდა ძირითადად იმპორტის ხარჯზე მოხდა. კერძოდ, თუ 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 3 მილიარდ 828 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2024 წელს იმპორტის მოცულობამ 4.5 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს, ის 609 მლნ დოლარიდან 477 მლნ დოლარამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ამაზე ნაკლები ექსპორტის მოცულობა 2014 წელს იყო, DCFTA-ს გაფორმების შემდეგ კი ფაქტობრივად, ყოველწლიური ზრდა ფიქსირდებოდა. შემცირება 2023 წელს დაიწყო და მაშინ ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა 609 მლნ დოლარი შეადგინა, უკვე შარშან კი ეს მაჩვენებელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 407 მლნ დოლარამდე დაეცა. რაც შეეხება ექსპორტირებულ პროდუქციას, საქართველომ შარშან ევროკავშირში ყველაზე დიდი რაოდენობით თხილი და კაკალი გაყიდა, ევროკავშირში კი მსუბუქი ავტომობილები შეიძინა.