აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, რომლებსაც, შესაძლოა, სანქციები დაეკისროთ - Palitra News

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, რომლებსაც, შესაძლოა, სანქციები დაეკისროთ

2025-01-21 09:20:05+04:00

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, რომლებსაც, შესაძლოა, სანქციები დაეკისროთ. უილსონი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოტოსაც აქვეყნებს, წარწერით: "სანქციები მოდის". პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ჯო უილსონი წერს: -„მოემზადეთ, სანქციები მოდის: ივანიშვილი, მადურო, ხამენეი, ომის დამნაშავე პუტინი, კიმ ჩენ ინი, სი ძინპინი, Al-Badr-ის ტერორისტები“.