საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ვიზიტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეაფასეს. როგორც ისინი ამბობენ, ზურაბიშვილის მიწვევა ინაუგურაციაზე, იმ ფონზე, რომ “ქართული ოცნების” არცერთი წევრი არაა მიწვეული, ნათელს ხდის თუ ვის ანიჭებს დასავლეთი ლეგიტიმაციას. მათი შეფასებით, აშშ-ის პოლიტიკა ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ შეიცვლება. როგორც ცნობილია სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებსაც გეგმავს.