დღეს მოვლენათა ეპიცენტრში ვაშინგტონი და კაპიტოლიუმია - რამდენიმე საათში აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიცს დადებს. ცერემონიაზე მიწვეულ სტუმართა შორის იქნება სალომე ზურაბიშვილიც. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი ადრე ირაკლი კობახიძე კვლავ ე.წ. „დიფ სთეითზე“ საუბრობს და ტრამპს დასახული მიზნების მიღწევაში წარმატებას უსურვებს. ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ ინაუგურაციის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია არ შეიცვლება. ამ თემაზე მერაბ პაპაშვილი მუშაობს და უფრო მეტს სწორედ მისგან მოვისმენთ.