UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან სატიტულო ბრძოლა ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა - Palitra News

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან სატიტულო ბრძოლა ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა

2025-01-20 20:55:23+04:00

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან სატიტულო ბრძოლა ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ბრძოლის მიმდინარეობისას მან UFC-ის ახალი ყველა დროის რეკორდი დაამყარა - მერაბ დვალიშვილმა თეიქდაუნების საერთო რაოდენობით ლეგენდარულ კანადელ მებრძოლს, ჟორჟ სენპიერს გადაასწრო - ქართველის ანგარიშზე ამჟამად 92 შესრულებული გდებაა. როგორი გამოვიდა საჩემპიონო დღე და რას გეგმავს ქართველი მებრძოლი, ამას ცოტნე შაორშაძის სიუჟეტში ნახავთ.