დედაქალაქის მერმა „ლაგუნა ვერესთან“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა გაფართოვდება. ადგილზე სანიაღვრე სისტემები მოეწყობა, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში გმირთა მოედნის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდება.