ხვალ, 21 იანვარს, თბილისის დროით 16 საათზე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესაძლო სცენარის განხილვა. შესაბამის რეზოლუციაზე კენჭისყრა კი თებერვალში გაიმართება. ევროპარლამენტში დაგეგმილი მორიგი დებატები განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. რას ამბობენ ამ თემაზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები, ამას მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის.