როგორც „ბათუმელების“ მთავარის რედაქტორი, ეთერ თურაძე აცხადებს, მზია ამაღლობელის სახით საქართველოში გვყავს პირველი ქალი პოლიტპატიმარი, რომელიც არის პირველი ქალი-ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, რომელიც სისტემამ გაანეიტრალა და მას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ამავე საკითხს სალომე ზურაშვილიც გამოეხმაურა - მე-5 პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად, ამ დროისთვის შიმშილობს.