საპროტესტო აქციებზე დაშავებული ადამიანები, არაკეთილსინდისიერ საგამოძიებო პროცესზე საუბრობენ. ისინი განმარტავენ, იმ სამართალდამცავებისა თუ თავდასხმელებიდან, რომლებიც აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობდნენ, არავინ დასჯილა. ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ დამნაშავეთა დაუსჯელობის განცდას შეგნებულად ახალისებს. მათივე შეფასებით, რეპრესიები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და შესაძლოა, პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებამდე გადაიზარდოს. დღეს ამ თემაზე სალომე ჯაფარიძე მუშაობდა და უფრო ვრცელ ინფორმაციას მის სიუჟეტში ნახავთ.