პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ დაამტკიცა. მსჯავრდებულები ციხეში კიდევ მომავალ 10 თვეს გაატარებენ. მათ დღევანდელ სხდომაზე ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს.