რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს - Palitra News

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

2025-01-20 20:43:58+04:00

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციას ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარშის წევრები მსვლელობით შემოუერთდნენ.

"ცეცხლი ოლიგარქიას, ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებენ დემონსტრანტები.

უწყვეტი პროტესტის 54-ე დღეს აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების ჩანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.