ჯო უილსონი - დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება - ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ - Palitra News

ჯო უილსონი - დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება - ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ

2025-01-20 19:58:58+04:00

დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინაშე მზია ამაღლობელის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ. ქართველი ხალხი არ შეშინდება. დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ“, - წერს ჯო უილსონი.