დღეს ყურადღების ცენტრში ვაშინგტონი და კაპიტოლიუმია. რამდენიმე საათში ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცს დადებს. მიწვეულ ასეულობით სტუმარს შორის იქნება სალომე ზურაბიშვილიც. ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი ადრე საქართველოს მთავრობის მეთაური კვლავ დიფ სთეითზე საუბრობს და ტრამპს დასახული მიზნების მიღწევაში წარმატებას უსურვებს. ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ ინაუგურაციის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია არ შეიცვლება.