კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სპეციალური განცხადება გააკეთეს და დაკავებულ პირებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. მათი მიმართვის ადრესატი ,,ქართულ ოცნებასთან" ერთად, სასამართლო იყო. ამბობენ რომ ქართული ოცნება სასამართლოს ხელით კულტურის სფეროს მისამართით რეპრესიებს ახორციელებს. სწორედ ამიტომ, ხელოვნებათმცოდნეები მოსამართლეებს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ