ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს რომ დამნაშავეების დაუსჯელობის განცდას „ქართული ოცნება“ შეგნებულად ახალისებს - კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკოსები - Palitra News

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს რომ დამნაშავეების დაუსჯელობის განცდას „ქართული ოცნება“ შეგნებულად ახალისებს - კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკოსები

2025-01-20 15:40:24+04:00

საპროტესტო აქციებზე დაშავებული ადამიანები, არაკეთილსინდისიერ საგამოძიებო პროცესზე საუბრობენ და განმარტავენ რომ არც ერთი ის სამართალდამცავი და თავდასხმელი არ დასჯილა რომლებმაც აქციის მონაწილეებზე და მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურად იძალადეს. ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს რომ დამნაშავეების დაუსჯელობის განცდას „ქართული ოცნება“ შეგნებულად ახალისებს. მათივე შეფასებით, რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა, პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.