რა პირობებით გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს - Palitra News

რა პირობებით გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს

2025-01-20 15:35:44+04:00

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ დაამტკიცა. მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 10 თვეში დატოვებენ. უფრო კონკრეტულად, რა პირობებით გაუფორმდათ მათ საპროცესო შეთაბხმება და რა ხდებოდა პროცესზე.