სამტრედიის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ დიდ ჯიხაიშში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.