ევრო პარლამენტი საქართველოს საკითხზე დებატებისთვის ემზადება. განხილვა 21 იანვარსაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული ინფორმაცია თუ რა საკითხებს შეეხება ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები. ოპოზიციაში ვარაუდობენ რომ პარტნიორები ყურადღებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ პარტნიორები დაგეგმილი დებატების დროს საქართველოს ხელისუფლების მისამართით სანქციების დაწესების რეკომენდაციას გასცემენ. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკვე ემზადებიან