ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება - Palitra News

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

2025-01-20 09:14:08+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება. აშშ-ის გარდა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინშია ქართული საზოგადოებაც. ოპოზიცია ტრამპის ადმინისტრაციაზე დიდ იმედებს ამყარებს. დარწმუნებულები არიან რომ ინაუგურაციის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია არ შეიცვლება. როგორც ცნობილია დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს მე-5 პრეზიდენტის გარდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ქართველი ხალხისთვის შედეგის მომტანი იქნება