ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა პუტინის წინააღმდეგ - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მიერ თავდასხმას ეხმაურება. ანდრეი სიბიგა ამბობს, რომ უკანასკნელი შეტევა პუტინის მხრიდან იმის დასტურია, რომ მას მშვიდობა არ სურს. საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლასა და ეკონომიკური თუ სამხედრო კრიზისის შექმნას აქვს. რუსეთის დღევანდელი შეტევის შედეგად უკრაინაში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.