ევროკავშირი ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ შეთანხმება შესაძლებელს გახდის მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, მათ საშინელ განსაცდელს დაასრულებს და ღაზაში ჰუმანიტარულ ტანჯვას შეამსუბუქებს. კალასი განმარტავს, რომ ევროკავშირი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების ერთგულია, რომლითაც ისრაელი და პალესტინა ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას შეძლებენ.