„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ. ბუაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პროვოკატორები ქვებს ისროდნენ. ლელოს ლიდერების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამაზ მანდარიას სახეში ჩანთა გაარტყეს. პარტიაში აცხადებენ რომ შემთხვევის დროს თავდამსხმელს ცივი იარაღი, დანაც დაუვარდა. ამ თემაზე მაგდა ბლუაშვილი მუშაობს და ახლა ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.