დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის 52-ე დღე გრძელდება - Palitra News

დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის 52-ე დღე გრძელდება

2025-01-18 20:19:10+04:00

დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის 52-ე დღე გრძელდება. ამ წუთებში მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. მათი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისში რამდენიმე მსვლელობა გაიმართა.