ადვოკატის ინფორმაციით, რესტორან „ბაბილოსთან“ დაკავებული შალვა მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს - Palitra News

ადვოკატის ინფორმაციით, რესტორან „ბაბილოსთან“ დაკავებული შალვა მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

2025-01-18 18:12:42+04:00

რესტორან „ბაბილოსთან“ დაკავებული ერთ-ერთი პირი, შალვა მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი გუჯა ავსაჯანაშვილი ავრცელებს.

შალვა მაღრაძის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„ბაბილოსთან“ დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - წერს გუჯა ავსაჯანაშვილი „ფეისბუქზე“.