უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი ბალისტიკური რაკეტა და 39 დრონი გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები კიევის ოლქში ჩამოაგდეს, ხოლო დრონები 12 ოლქში გაანადგურეს. ასევე, 14 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა ბალისტიკური რაკეტებით კიევსა და ზაპოროჟიეს დაარტყეს. რუსეთის იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 13 ადამიანი კი დაშავდა.