ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ვარშავაში ვიზიტისას გააკეთა. სტარმერმა დონალდ ტუსკთან შეხვედრისას ხაზი პოლონეთთან ნატო-სა და უკრაინის საკითხში ურღვევ ერთობას გაუსვა. სტარმერი ამბობს, რომ უკრაინის გაძლიერებისა და რუსეთის შეკავებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.