სერბეთში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. მომიტინგეები სერბეთის პრეზიდენტს კორუფციასა და ნეპოტიზმში, ხოლო სახელმწიფო მაუწყებელს მთავრობის სასარგებლოდ მიკერძოებაში ადანაშაულებენ. სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი 15 წუთიანი დუმილით მიაგეს და ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა მოითხოვეს.