თანამშრომლობა ჩინეთსა და აშშ-ს შორის - დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი ორივე ქვეყნისთვის შედეგიანი იყო და ჩინეთის პრეზიდენტთან ვაჭრობის, სოციალური ქსელის, ფენტანილისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერი თანხმდება, რომ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაღრმავებისთვის ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.