21 იანვარს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება - Palitra News

21 იანვარს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

2025-01-18 12:54:37+04:00

21 იანვარს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შესაძლო გაუარესება. შესაბამის რეზოლუციაზე კენჭისყრა კი, სავარაუდოდ, თებერვალში შედგება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვარაოდობენ, რომ დებატების ფარგლებში ევროპარლამენტარები ქართული ოცნების მიმართ კლავ კრიტიკულ პოზიციებს დააფიქსირებენ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან გახმოვანებული გზავნილები ყოველთვის ქართველი ხალხის მხარდამჭერია.