რუსულმა ძალებმა უკრაინაზე ბალისტიკური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია. თავდასხმის შედეგად ქალაქში ორი ხუთსართულიანი შენობა დაზიანდა, მათგან ერთ-ერთში ხანძარი გაჩნდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. ზელენსკი განმარტავს, რომ თითოეული ასეთი ტერორისტული თავდასხმა არის კიდევ ერთი შეხსენება, თუ ვისთან აქვს საქმე უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინზე ზეწოლა მთელმა მსოფლიომ უნდა გააძლიეროს.