რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს - Palitra News

რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

2025-01-18 12:53:24+04:00

რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. რუსული სამთავრობო მედიების ცნობით, ხელმოწერის ღონისძიება კრემლში ჩატარდა. შეთანხმება ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის თავდაცვას, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სასოფლო მეურნეობას, ტერორიზმთან ბრძოლას, კულტურას, მეცნიერებსა და ტექნოლოგიას.