ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა - Palitra News

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა

2025-01-18 12:50:59+04:00

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა. “პარლამენტში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა კანდიდატების საკონკურსო დოკუმენტაცია შეისწავლეს და პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინეს გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურები.