პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ მხრიდან კვლავ გიორგი გახარიაზე თავდასხმის კადრების გადმოცემას ითხოვენ. პარტიაში აცხადებენ, რომ პარალელურ რეჟიმში აქტიურ კომუნიკაციაში არიან „შერატონის“ სათავო ოფისთან, რომელსაც სასტუმროში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.