დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. საქმე დასკვნით ეტაპზეა. კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, დარბაზში იმყოფებოდა ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშიაც.