მედიის წარმომადგენლებმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათ მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაიწყეს და საქართველოს პროკურატურასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუწყდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება. ადგილზე სხვადასხვა ტელეარხის ჟურნალისტები, წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსები და სხვადასხვა სააგენტოს ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.