საქართველოს მელიორაციამ დმანისის მუნიციპალიტეტში 7 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდა და მონოლითური რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთდა კაშხლის ფერდი, მოეწყო ტალღამრიდის დამცავი რკინაბეტონის 1200 მეტრი სიგრძის კედელი, წყალსაცავის სარეგულაციო კოშკზე დამონტაჟდა ელექტროგანათების და ელექტრომექანიკური ამწე დანადგარები. ჩატარებული სამუშაოები წყალსაცავის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რომელიც სარწყავი წყლით დაახლოებით 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს ამარაგებს.