დაადებს თუ არა სანქციებს დიდი ბრიტანეთი ბიძინა ივანიშვილს? - რა მოლოდინებია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

დაადებს თუ არა სანქციებს დიდი ბრიტანეთი ბიძინა ივანიშვილს? - რა მოლოდინებია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

2025-01-17 15:34:01+04:00

დაადებს თუ არა სანქციებს დიდი ბრიტანეთი ბიძინა ივანიშვილს? ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, რაც უფრო ბრუტალური გახდება „ქართული ოცნების“ რეჟიმი, მით უფრო მეტად მძიმე იქნება დასავლური სანქციები. ამის საპასუხოდ, „ქართულ ოცნებაში“ აშშ-ის შემდეგ ახლა უკვე დიდ ბრიტანეტში გლობალური ომის პარტიის გავლენებს ხედავენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში ბრიტანეთი „ევროპარლამენტის დონემდე“ მივა.