საქართველოს გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.