სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მომიტინგეთა მიმართ განხორციელებულ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ მათ 343 პირი, მათ შორის, 49 ჟურნალისტი გამოკითხეს, 226 პირის მიმართ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო დაზარალებულის სტატუსი 52 პირს მიენიჭა. კონკრეტულად რა წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თემის დეტალებით ეკა ლემონჯავა შემოგვიერთდება.