გაერთიანებული სამეფო უკრაინას გრეივჰაუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის მობილურ სისტემებს გადასცემს. პროექტი ერთობლივად დიდი ბრიტანეთისა და დანიის მიერაა დაფინანსებული. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განმარტებით, აღნიშნულ სისტემას შეუძლია გამოიყენოს უკრაინული რაკეტები, რომელიც ქვეყნის შეიარაღებაში უკვე შესულია. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი პროტოტიპი უკრაინაში 2024 წლის სექტემბერში გამოსცადეს, კიდევ 15-ის მიწოდება კი მიმდინარე წელს იგეგმება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიევში სამუშაო ვიზიტისას უკრაინისთვის 27 მილიონი ევროს დახმარება გამოაცხადა. ახალი პაკეტიდან 20 მილიონი მიმართული იქნება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებაზე, რომელიც რუსეთის თავდასხმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა.