საქართველოში ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტს პოლიტიკოსები და ექსპერტები დადებითად აფასებენ - Palitra News

საქართველოში ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტს პოლიტიკოსები და ექსპერტები დადებითად აფასებენ

2025-01-17 09:25:05+04:00

საქართველოში ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტს პოლიტიკოსები და ექსპერტები დადებითად აფასებენ, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ მსგავსი ტიპის საერთაშორისო ვიზიტები “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციას არ ნიშნავს. როგორც ისინი ამბობენ, დელეგაციასთან შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. დელეგაციის ვიზიტის მიზანია, შეაგროვოს მტკიცებულებები საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ და ამ მიზნით, ისინი საპროტესტო აქციებზე დაკავებულებსაც შეხვდნენ.