გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წომააღმდეგ სანქციების პაკეტის შუამდგომლობას პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმაურებიან - Palitra News

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წომააღმდეგ სანქციების პაკეტის შუამდგომლობას პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმაურებიან

2025-01-17 09:24:07+04:00

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წომააღმდეგ სანქციების პაკეტის შუამდგომლობას პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმაურებიან. მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ფიქრობენ, რომ სანქციების უფრო მკაცრ ფორმებსაც უნდა ველოდოთ. მათი თქმით, სანქციები დასავლეთის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერას ნიშნავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის.