„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მორიგი განცხადება და მიმართვა დიდი ბრიტანების მთავრობას. „ქართულ ოცნების” განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება. განცხადებაში „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით გამოჩნდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია. ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება შეთქმულების თეორიაზე აგებული მორიგი კონსპირაციაა. მათივე თქმით, ამ ფორმით „ქართული ოცნება“ იმ სანქციების განეიტრალებას ცდილობს, რაც, მათივე აზრით, მალე გარდაუვალი იქნება.