დავოსის 2025 წლის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ იქნება წარმოდგენილი. შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ქართულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ არ მიწვევა მსოფლიოს 2 უმსხვილეს ღონისძიებაზე არის იმის დასტური, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში ოფიციალურად მოექცა.