გუშინ, პროტესტის 50-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ შეიკრიბენენ. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ მოქალაქეები, რომელთაც პარლამენტის წინ გაშალეს ბანერი წარწერით “თავისუფლება მზია ამაღლობელს”. რუსთაველის გამზირზე მოეწყო სხვადასხვა შემეცნებითი კუთხეც, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ლექციების მოსმენა და არსებული ვითარების შესახებ მსჯელობა.