დღეს, 14 საათზე სახალხო დამცველის ოფისთან აქცია ჩაინიშნა. აქტივისტები ლევან იოსელიანის უწყებასთან მისვლას და მისი განცხადების გაპროტესტებას გეგმავენ. საქმე ეხება იოსელიანის იმ კომენტარს, სადაც ის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე საუბრობს. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ სიცრუე და ქართველი ხალხის დაცინვაა იოსელიანის განცხადება, რომლის თანახმადაც 26 ოქტომრბის არჩევნები არ გაყალბებულა.